18 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
კარალეთში მოხუცი წამებით მოკლეს

სოფელ კარალეთში 70 წლამდე ასაკის ქალბატონი წამებით მოკლეს. ნადია პაპუკიშვილის მკვლელობა სავარაუდოდ, ძარცვას უკავშირდება. "კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი ეტყობა.

მეზობლები და ახლობლები კომენტარს არა აკეთებენ.

შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. პაპუკიშვილი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის დილას ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ. 

დღის ამბები