20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
კიევის დროით 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართავს

კიევის დროით, დაახლოებით 6 საათზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართავს. ამ დროისთვის, რადას შენობასთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბება. 

კიევში, რადას შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან "ახალ ძალთა მოძრაობის" მხარდამჭერები. ისინი უკრაინის რადასთან არიან შეკრებილი და სიტყვით საზოგადოებას მიმართავენ.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან 2 საათზე მეტია რაც აქცია მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც. ასევე, თითქმის ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის გვერდით იმყოფება. 

დღის ამბები