30 მარტი 2025,   12:22
ვრცლად
კარვების ქალაქთან ნაციონალური გვარდიის 4 ავტობუსი იყო მობილიზებული

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ პოლიცია კარვების ქალაქზე შეტევას არ გეგმავს. კარვების ქალაქის აღმოსავლეთ შესასვლელთან ნაციონალური გვარდიის 4 ავტობუსი იყო მობილიზებული. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მისი გადაღება გადაწყვიტა, ავტობუსებმა ტერიტორია დატოვეს.

კარვების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური კავშირის ჩახშობა ხდება.

კარვების ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან მობილიზებული. ისინი დაშლას არ აპირებენ და მზად არიან, პოლიციელების შეტევისთვის. 

ამავე თემაზე
მეტი ...
დღის ამბები
მეტი