
This is a modal window.
"პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილზე ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. თინათინ ბოკუჩავამ უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა.
„რამდენიმე დღის წინ ის პოროშენკომ საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან მოიტაცა, ახლა უკვე სხვისი საცხოვრებელი სახლიდან მოიტაცა, ეს ადამიანი არ დაიმალება, როცა უკრაინის გენპროკურორი უსუსურად აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილზე გამოცხადებული იყო ძებნა, ეს ადამიანი მიტინგს ატარებდა რადას შენობის წინ, შთაგონების წყარო იყო მრავალი ათასი ადამიანისთვის. მისი გატაცება ამჯერად უკვე ერთ-ერთი მხარდაჭერის სახლიდან მოხდა, როცა ის შეუძლოდ იმყოფებოდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ უსუსური და მდაბიოა პოროშენკოს საქციელი, როგორც ადამიანის პოლიტიკოსის საქციელი,“- აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ, რომელმაც ასევე დაამატა, რომ „უკრაინის ხელისუფლება არის მორყეული“.