
This is a modal window.
უკრაინის უშიშროების სამსახურთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა რკინის კასრები და შეშა მიიტანეს. ისინი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურთან ძირითადად "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. მათთან ერთად არის დეპუტატი, იური დერევიანკო.
გავრცელებული ინფორმაციით, კვირას დაგეგმილი მარში, უკრაინაში მაინც გაიმართება.
სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს და ის უკრაინის უშიშროების სამსახურში იმყოფება.