03 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ვინ არის იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი სოსანაშვილი? [ფოტო]

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქმედი პოლიციელი გიორგი სოსანაშვილია. როგორც ცნობილია ის წალკის პოლიციაში, 2005 წლიდან მუშაობდა. 

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით სოსანაშვილის დაკავება დე ენ ემ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით მოქმედი პოლიციელის დე ენ ემ-ს კრიმინალისტებმა იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე მიაკვლიეს. 

გიორგი სოსანაშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება, რაც 11- დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარმა პროკურატურამ სოსანაშვილის დაკავების კადრებიც გაავრცელა. 

 



ამავე თემაზე
დღის ამბები