03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
დაურეკა თუ არა გიორგი სოსანაშვილმა აფეთქების შემდეგ ირაკლი ფირცხალავას - რას ამბობს ირმა ჭკადუა

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე საუბრობს. ჭკადუას განცხადებით მას შემდეგ რაც იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს, გია სოსანაშვილმა სატელეფონო ზარი განახორციელა. ჭკადუა ამბობს, რომ გარდა დე ენ ემ-ის ანალიზისა არსებობს სატელეფონო ანძის მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ სოსანაშვილი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა. 

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სოსანაშვილი და ირაკლი ფირცხალავა ასევე დაკავებული სპეცრაზმელები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ადვოკატის ამ განცხადების შემდეგ ჟუნრალისტების კითხვაზე, დაურეკა თუ არა ირაკლი ფირცხალავას გიორგი სოსანაშვილმა ირმა ჭკადუას ეღიმება და აცხადებს " რომ მას ეს არ უთქვამს."

გამოძიება იური ვაზაგაშვილის საქმეზე მკვლელობის დამკვეთის გამოსავლენად გრძელდება. მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ვერსიებს შორის განიხილება კავშირი იური ვაზაგაშვილისა და მისი შვილის სამქეებს შორის. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი მოქმედი პოლიციელია და ის სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. მას დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 11- დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

სოსანაშვილის დაკავება დე ენ ემ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები