20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ერთდროულად ორი შეხვედრა შუაღამეს, დახურულ კარს მიღმა, მთავრობასა და პარლამენტში

ერთდროულად ორი შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა. “კურიერის” ინფორმაციით, გვიან ღამით, გიორგი კვირიკაშვილი თბილისში მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდა. საგანგებო თათბირი ღამის 11 საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. ჩვენი ცნობით, მთავარი განსახილველი თემა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები იყო.

პარალელურად, შეხვედრა მიმდინარეობდა ქუთაისის პარლამენტში, სადაც ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად სუს-ის ხელმძღვანელობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში შეკრების მიზეზი, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, თუმცა ამ ცნობას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

ჩვენი ჟურნალისტი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმებას შეეცადა, თუმცა მან პარლამენტში მეექვსე სართულზე, იქ სადაც შეხვედრა იმართებოდა, ასვლა ვერ შეძლო - კობახიძის კაბინეტთან მისასვლელი ერთადერთი გზა, ლიფტი გათიშული იყო.

საკანონმდებლო ორგანოს შენობა შეხვედრის მონაწილეებმა სპეციალური გასასვლელით დატოვეს.

დღის ამბები