03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს გიორგი სოსანაშვილმა და ირაკლი ფირცხალავამ ტელეფონზე ისაუბრეს

საგამოძიებო ორგანომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა. განცხადება საგამოძიებო ორგანომ 6 საათის წინ გააკეთა. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით სოსანაშვილი გუშინ, დე ენ ემ-ის კვალის საფუძველზე დააკავეს. 

რა კავშირია სოსანაშვილსა და ირაკლი ფირცხალავას შორის უცნობია, ამ თემაზე საგამოძიებო ორგანო უკვე მუშაობს. დღეს განცხადება როგორც ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ასევე ბრალდებული სოსანაშვილის ინტერესების დამცველმა გააკეთეს. 

მხარეები თანხმდებიან, რომ სოსანაშვილი და ირაკლი ფირცხალავა ერთმანეთს იცნობდნენ. 

გიორგი სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირაკლი ფირცხალავას სამსახურეობრივად იცნობდა. მისი თქმით სოსანაშვილმა 19 იანვარს ფირცხალავას ნათლისღების დღესასწაულის მისალოცად დაურეკა, თუმცა როგორც სოსო ჯოგლიძე განმარტავს ირაკლი ფირცხალავამ სოსანაშვილს არ უპასუხა. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით ფირცხალავამ მეორე დღეს, 20 იანვარს სოსანაშვილს დაურეკა და წინა დღეს განხორციელებულ ზარზე ესაუბრა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არსებული ინფორმაციით სოსანაშვილის დაკავება აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი დე ენ ემ-ის საფუძველზე მოხდა. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით დე ენ ემ-ს ექსპერტ-კრიმინალისტებმა ხელყუმბარის გადარჩენილ ნაწილზე მიაკვლიეს.  გარდა ამისა საგამოძიებო ორგანოში აცხადებენ, რომ გიორგი სოსანაშვილის მამხილებელი კიდევ ერთი მტკიცებულება ფიჭური კავშირგაბმულობის ანძიდან ამოღებული სატელეფონო ჩანაწერია. რომლითაც დასტურდება რომ სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დროს სასაფლაოსთან იმყოფებოდა.

დაკავებული სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი კი ჩატარებულ ექსპერტიზის შედეგებს არ ეთანხმება და არ გამორიცხავს, რომ  ახალი ექსპერტიზა ჩაუტარდეს ნივთებს რომლის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილიდან იქნა ამოღებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები