03 ოქტომბერი 2024,   08:39
ვრცლად
არ გაზარდოთ ფასები - რა წერილი გაუგზავნა მთავრობამ კომპანიებს?

არ გაზარდოთ ფასები! ამ შინაარსის გზავნილი ფქვილის იმპორტიორმა კომპანიებმა და ბუნებრივი აირის მომწოდებელმა კომპანიებმა საქართველოს მთავრობისგან მიიღეს. წერილის დეტალური შინაარსი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთავრობა მათგან ფასის შენარჩუნებას ითხოვს. წერილში არ არის განმარტებული თუ როგორ უნდა მოხდეს ფასების შენარჩუნება მაშინ როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო უფასურდება. 

ლარის კურსის გამო 10-20%ით უძვირდება ბუნებრივი აირი კომერციულ მომხმარებელს, ანუ ბიზნესს. გაკეთდა გაცხადებაც, რომ მთავრობა შეეცდება გაზის კომპანიებს მოელაპარაკოს და არ დაუშვას გაზის ტარიფის ზრდა. თუმცა ჯერჯერობით მოცემულობა ასეთია, რომ მარტიდან კომერციული გაზი 10-დან 20%-ით გაძვირდება, ეს კი უკვე რესტორნების, სასტუმროებისა და საერთოდ ყველა კერძო კომპანიის სერვისს გააძვირებს.

ჯერჯერობით არცერთი ბერკეტი ოფიციალურად არ გაჟღერებულა, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირის გაძვირება არ მოხდება.

 

დღის ამბები