03 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
უკრაინელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი უკრაინელი

1993 წელს მამა–შვილი ეგორ და სერგეი ტკაჩუკები საქართველოში უკრაინიდან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩამოვიდნენ. სოფელ შრომასთან გამართული ბრძოლების დროს 19 წლის სერგეი მოკლეს.

იგორ ტკაჩუკი ან როგორც მას თანამებრძოლები ეძახიან ობუხი, გასულ კვირას დაიჭრა, მეთაურმა მშობლიურ ქალაქ ლვოვში დაბრუნების უფლება მისცა. თავისუფალ დროს როგორც წესი შვილის საფლავზე ატარებს, ამბობს რომ რეალურად შვილის საფლავი არ გააჩნია რადგან სერგეი აფხაზეთში დაკრძალა. რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა მისი ცხედარი ამოთხარეს, ზღვაში ჩააგდეს და შემდეგ სამიზნედ გამოიყენეს.

იგორი ამბობს, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავალი ახლა აქ წყდება. არ უკვირს ახალი საფლავები რომელიც ლვოვის საზოგადო პანთეონში ყოველდღიურად მატულობს.

65 წლის მოხუცი რამდენიმე დღეში კვლავ ფრონტზე ბრუნდება, ამბობს რომ მისი ომი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დასრულდება.

დღის ამბები