09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ფიქრობს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მიმართებით მკაცრად გააკრიტიკა. ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ტირანივით იქცევა.

ეს შეფასება ჰემონდმა „სკაი ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინელებს არ შეუძლიათ რუსეთის არმიის დამარცხება და სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება - არ მიაწოდოს შეიარაღება უკრაინას, შესაძლოა გადაიხედოს. 

"ამ ადამიანმა თავისი ჯარები საერთაშორისო საზღვრის გავლით გაგზავნა და 21-ე საუკუნეში უცხო ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ის მოქმედებდა, როგორც მე-20 საუკუნის ტირანი. ცივილიზებული ქვეყნები ასე არ მოქმედებენ. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შევეგუოთ რუსეთის ამ ზღვარგადასულ ქმედებას," - განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები