27 დეკემბერი 2024,   20:01
ვრცლად
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის მოზარდი დაჭრეს

რუსთაველის გამზირზე 2 ნომერში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, 15 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც "რუსთავი 2"-ს სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ მძიმეა. მას ჭრილობები ცივი იარაღით  გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 

"რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარ ფაქტს ადასტურებს შსს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცავებს პარკში შესასვლელი გადაკეტილი აქვთ. 

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დაცვის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაჭრის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

მომხდარს სავარაუდო თვითმხილველი ჰყავს. ქალბატონი, რომელიც რუსთაველის გამზირზე ვაჭრობს აცხადებს, რომ ბაღიდან გოგონა გამოვიდა, რომელიც ტიროდა და ამბობდა, რომ ბაღში ჩხუბი მოხდა და ერთი ადამიანი არის დაჭრილი. 

  

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები