03 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
თბილისში სამაშველო სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა აქცია გამართეს

აქცია თბილისში. საბურთალოს ქუჩაზე არსებულ სამაშველო სამსახურის შენობასთან ის მაშველები შეიკრიბნენ, რომლებიც სამსახურიდან 10 იანვარს გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ სამინისტრომ 300 ადამიანი გაათავისუფლა. როგორც მაშველები აცხადებენ, არგუმენტები, რომლებიც მათ წარუდგინეს, მიუღებელია. მათი თქმით, თანამშრომლების ნაწილი არასრული განათლების ან ნასამართლეობის გამო დაითხოვეს სამსახურიდან.

როგორც მაშველები განმარტავენ, მათ განცხადებები მერიაში დააწერინეს და პირობა მისცეს, რომ სამსახურის შსს-ზე დაქვემდებარების შემდეგ მათ აღადგენენ, რაც შემდგომში არ გააკეთეს.

შსს-ში კატეგორიულად უარყოფენ 300 კაცის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ არასრული განათლების, ნასამართლეობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მხოლოდ 80 პირი გაათავისუფლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები