18 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"მიშა საქართველოში - პეტრო გაგაუზიაში" - კიევის ცენტრში ე.წ. ანტიმაიდანის აქცია მიმდინარეობს

კიევის ცენტრში ე.წ. ანტიმაიდანის აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის ყოველკვირეული აქციების მოწინააღმდეგეები არიან, რომლებმაც ორიგინალური მიტინგი მოაწყვეს და ხალხი დამოუკიდებლობის მოედანზე ფინჯან ყავაზე მიიწვიეს.

ერთ-ერთ შენობაზე აქტივისტებმა ბანერი გაშალეს წარწერით - "მიშა საქართველოში - პეტრო გაგაუზიაში".

აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება. უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეების უმეტესობა სამხედროები არიან.

ამაზე მიუთითებს მიხეილ სააკაშვილიც.

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ფაისბუკგვერდზე წერს, რომ ანტიმაიდანი პეტრო პოროშენკოს ინიციატივით დაიგეგმა, რომელიც მას იანუკოვიჩის და შევარდნაძის მეთოდებით ებრძვის.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინელ ხალხს, არ აყვნენ პროვოკაციებს და აქციაზე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

დღის ამბები