21 დეკემბერი 2024,   21:54
ვრცლად
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში - ერთერთ დაკავებულს სავარაუდოდ, ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან

ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს პანკისის ხეობაში. სოფელ დუისში 60-მდე სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობულიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის ტემირლან ოფელ დუისში აიყვანეს, ბადო ჩოფანაშვილი ომალოში, ხოლო დუისის მცხოვრები ხიზირ მარგოშვილის აყვანა თბილისში მოხდა. დაკავებულია ასევე დუისელი რუსლან ალხანაშვილი. 

სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ასევე, სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან.

მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღი ამოიღესო. თუმცა ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და იარაღი არ ამოუღიათ. ცალსახად ჩატაევის საქმე უნდა იყოს იმიტომ, რომ ომალოელის დაკავების შემთხვევაში ამბობენ, რომ ის ბინის დაქირავებაში დაეხმარაო," - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი. 

დღის ამბები