05 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
უკრაინის სააპელაციო სასამართლომ სევერიონ დანგაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

უკრაინის სააპელაციო სასამართლომ სევერიონ დანგაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ შეტანილ საჩივარზე გუშინ გამოცხადდა და ორთვიანი პატიმრობა ძალაში დარჩა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის აღკვეთის ვადა თებერვალში იწურება, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება საქმის არსებითი განხილვაც.

„ყველა, ვინც დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდა, არა ერთი უზუსტობის მოწმე გახდა იმ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბრალდების მხარემ სევერიონ დანგაძის წინააღმდეგ წარადგინა. აშკარაა ის ფაქტი, რომ ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიზირებულია და იმის მიზეზი, რომ დანგაძე დღეს პატიმრობაში იმყოფება, მისი ოპოზიციის წევრობაა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იყო ყველა განმარტება იმის დასამტკიცებლად, რომ სახელმწიფო ბრალდების არცერთი არგუმენტი სიმართლეს არ შეესაბამება,“ - განაცხადა პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლეონიდ მარცინკოვსკიმ.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. 

დღის ამბები