03 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთის სასამართლომ 65 ათასი ლარით დააჯარიმა

ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი NEFTERUDOVOZ-21M 65 ათასი ლარით დააჯარიმეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები დაღვარა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს დააკისრა, როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 594 ლარის გადახდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

დღის ამბები