21 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
შეხვედრა კახეთის გუბერნატორსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის - გუბერნატორი პანკისელების ტერორისტულ ზრახვებზე საუბრობს

2 საათიანი შეხვედრა კახეთის გუბერნატორსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის, დასრულებულია.

შეხვედრაზე, რომელიც დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრეს.

ირაკლი ქადაგიშვილი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს თუმცა, აცხადებს, რომ სუს-ის მიერ 29 დეკემბერს ნაჩვენებ ვიდეო და აუდიოფაილებში დეტალურად იყო აღწერილი პანკისელი ახალგაზრდების ახმედ ჩატაევთან კავშირის შესახებ ინფორმაცია.

ქადაგიშვილი არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა ტერორისტული ჯგუფი რუსეთის საელჩოსა და საბავშვო ფესტივალის აფეთქებას თუმცა, აცხადებს, რომ დაკავებულ ადამიანებს ტერორისტული ზრახვები ნამდვილად გააჩნდათ.

„ვნებათაღელვა, რომ არ ყოფილიყო და ისეთი განწყობა, რომ თითქოს რამენაირად ვიღაცა სპეციალურად მოვიდა და ამ ხეობაში , ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედება იყო , ან რომელიმე კონკრეტული იმ ადამიანის წინააღმდეგ , უბრალოდ აჩვენეს რამდენიმე აუდიო და ვიდეო მასალა , საიდანაც ჩანდა ამ დაკავებული ადამიანების და დაჭრილი ადამიანის პირდაპირი კონტაქტი ახმედ ჩატაევის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმ სპეცოპერაციის დროს ბერი სალოსის ქუჩაზე იყვნენ დაპატიმრებულები. აუდიო და ვიდეო მასალებიც იქნა, ნაწილი რა თქმა უნდა ნაჩვენები. იკვეთებოდა , რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები. და ეს ადამიანები იყვნენ კავშირში ამ ზრახვების მატარებელ ადამიანებთან,“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრიდან გამოსული ხეობის უხუცესები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ.

მათ გუშინ პროკურატურის სახელზე მხოლოდ სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

დღის ამბები