19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
აჭარა ეკოლოგიური კატარსტროფის წინაშეა - "ენმ"-ის ქობულეთის ორგანაზიაცია

აჭარა ეკოლოგიური კატარსტროფის წინაშეა - ეს განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ქობულეთის ორგანაზიაციამ გააკეთა. ოპოზიციის განმარტებით მდინარე კინტრიშის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა, თუმცა, რეალურად, იქ სამუშაოები მიმდინარეობს.

ოპოზიიცის თქმით, მდინარიდან დიდი ოდენობით ინერტული მასალა ამოაქვთ და ყიდიან. მდინარე კინტრიში დაცული ტერიტორიების ნაწილია, ოპოზიცია ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ქობულეთის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ რომ ეს გარემოს დაცვის ბათუმის სამმართველოს პრეროგატივაა.

დღის ამბები