03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
დიდ დიღომში დაჭრილ მოზარდებს დღეს დაკითხავენ

პეტრიწის ქუჩაზე დაჭრილ მოზარდებს დღეს დაკითხავენ. ექიმებმა სამართალდამცველებს მათი დაკითხვის საშუალება ამ დრომდე არ მისცეს, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.

როგორც იაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, მოზარდები დღეს თავს უკეთ გრძნობენ და მზად არიან სამართალდამცველებთან საუბრისთვის.

მანდატურის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ისინი სკოლაში ვითარებას აკონტროლებენ და გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ მოზარდებს იარაღი სკოლაში თან ჰქონდათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები