21 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
შს მინისტრმა ხონში პოლიციის დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნა.

გიორგი გახარიამ საპოლიციო სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალი შენობა უწყების ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.

„პოლიციელებს ექნებათ საშუალება, უფრო ეფექტიანად და კომფორტულად იმუშაონ ახალ შენობაში. ძველი შენობა ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას... ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი გეგმის, რომ უფრო ეფექტიანი გავხადოთ საპოლიციო სისტემა. იყოს უფრო ადამიანზე ორიენტირებული, მოქალაქეზე ორიენტირებული და რაც მთავარია, პრევენციაზე ორიენტირებული. ამისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, არის ყველანაირი ფუნქციონალური ელემენტია გათვალისწინებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები