21 დეკემბერი 2024,   18:43
ვრცლად
დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა დღეს - ექიმი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„გადაყვანასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით ინფორმაციებს, როგორც სტამბოლის, ასევე, ავსტრიის კლინიკებიდან,“ - ეს განცხადება წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ შესაძლო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად მზადყოფნა ავსტრიის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოთქვა, თუმცა, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

მან ასევე, პაციენტის გადაყვანის რისკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე პაციენტის ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებს მოიცავს.

მისი თქმით, ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკიდან თანხმობის მიღების შესახებ ინფორმაცია მათ ოჯახისგან გაიგეს და ელოდებიან ოფიციალურ დადასტურებას.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისთვის კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა, შეინიშნება მცირეოდენი სტაბილიზაცია, დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა დღეს,“ - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სუს-ის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს, რომლებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მათ ბრალად ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან, ჩატაევთან და მის ჯგუფთან, კავშირში ედებათ ბრალი.

ამავე თემაზე
დღის ამბები