21 დეკემბერი 2024,   18:39
ვრცლად
შეწყალების უფლების გამო გასამართლება - ოპოზიცია, არასამთავრობოები და პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკური შურისძიების სახიფათო შედეგზე საუბრობენ

რამდენიმეწლიანი ფიქრის შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და პატიმართა შეწყალების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ გამოცხადა. ლაპარაკია გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე, რომელთა საქმის განხილვაში თავის დროზე მოსამართლე არევაძე მონაწილეობდა.

საქმეში კიდევ ერთი მოსამართლის გვარი ფიგურირებს. ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მსჯავრდებულებისთვის სასჯელის განახევრების შემდეგ რეალურად მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა საქმეს იხილავს.

სააკაშვილის ყოფილი ადვოკატის აზრით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი წარდგენილ ბრალში დამნაშავეა, პასუხისმგებლობა იმ მოსამართლეებმაც უნდა გაიზიარონ, რომლებმაც თავის დროზე გადაწყვეტილებები მიიღეს.

სახაზინო ადვოკატმა კი პირველივე სხდომის შემდეგ ივარაუდა, რომ მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით მიიღებდა.

გიორგი მარგველაშვილის მრჩევლები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი მუხლის გამოყენება შესაძლოა, მარგველაშვილის ან ნებისმიერი მომდევნო პრეზიდენტის წინააღმდეგაც მოხდეს.

პრეზიდეტმა და მისმა აპარატმა ამ შეფასებების გამო, მმართველი გუნდის კრიტიკა კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ მოსამართლე არევაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი დადგება იმ საფრთხის ქვეშ, როდესაც მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამო პასუხს მოსთხოვენ.

თავად მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობამ პუტინის დავალება შეასრულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები