შობის დღესასწაული ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მაზარი შარიფის სამხედრო ბაზაზე აღნიშნეს.
მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის შემადგენლობა იქ მშვიდობიანი სამხედრო მისიით 2017 წლის ივლისიდან იმყოფება.
საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.