20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფელში მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საშობაო საჩუქრები ჩაუტანა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ე.წ. საზღვრის მიმდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია და მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საშობაო საჩუქრები ჩაუტანა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მოსახლეობას შობა მიულოცა და საქართველოში კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის განვითარებაზე ისაუბრა.

„საოკუპაციო ხაზიდან მინდა, მივულოცო მთელ საქართველოს, თითოეულ თქვენგანს შობა, გისურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული, გახარება და ვისურვო, რომ მომავალ შობებს ჩვენ შევხვედროდით ცხინვალში, გაგრაში, სოხუმში, ჩვენს მიწებზე, ჩვენს ფუძეზე.

"სანამ ჩვენი საზოგადოების ელიტარული ნაწილი არ ისწავლის ქველმოქმედებას, მანამდე ჩვენგან სახელმწიფო არ შედგება. ჩვენი მილიონრები 10%-ს, როგორც ეს მიღებულია მსოფლიოში, უნდა ახმარდნენ ქველმოქმედებას და ვინც ამას არ იზამს, ის უნდა ჯარიმდებოდეს ისე, რომ არასოდეს არ დაავიწყდეს მიყენებული ზარალი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები