03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სტოვებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღეს ორმა მაღალჩინოსანმა დატოვა.

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ ვალერი ზუმბაძემ და სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვეს.

ვალერი ზუმბაძის და რობერტ გრიგალაშვილის გადადგომას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

”ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ვრცელდება ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებული ბრალდებები და მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. იმისთვის, რათა არ შეილახოს საქართველოს თავდაცვის უწყების იმიჯი, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. გადავწყვიტე, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ სარჩელი შევიტანო სასამართლოში,” - წერს ზუმბაძე. 

 
დღის ამბები