03 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
რატომ აღარ არის საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა?

გამკაცრებული სავიზო რეჟიმი უკვე აისახა საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 9%-ით შემცირებულია.

ტურიზმის მიმართულებით შექმნილ პრობლემებზე სხვადასხვა განმარტებები აქვთ მთავრობის და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წევრებს.

ეკონომიკის მინისტრს დღეს არ დაუმალავს, რომ ზაფხულში ამოქმედებული სავიზო რეგულაციების შედეგად, საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იკლო.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში მოგზაურების რაოდენობა, გასული წლის იანვართან შედარებით, 9 %-ით, ვიზიტორების მაჩვენებელი კი 3%-ით არის შემცირებული. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციითვე, საქართველოში ტურისტები, ძირთადად, მეზობელი ქვეყნებიდან აღარ შემოდიან, სადაც სავიზო რეჟიმი არც ადრე მოქმედებდა.

ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზების განმარტებისას სხვა ქვეყნებს იშველიებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეკონომიკის მინისიტრისგან განსხვავებით, ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტორების დიდ ნაწილი რუსი და უკრაინელი ტურისტები შეადგენდნენ. 

 

დღის ამბები