09 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
პროკურატურამ დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი - ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე საუბრობს

პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს რომ მიხიელ სააკაშვილის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და შეწყალების უფლების გამო ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებით საქართველოს კონსტუცია დაირღვა.

„პროკურატურამ ამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ და მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. სამართლებრივი რევიზია ამ გადაწყვეტილების არის სამართლებრივად მცდარი მსჯელობა და ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა,“-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები