ანა დოლიძის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში ანა ნაცვლიშვილი წარადგენს. მან ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე საათში ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ანა ნაცვლიშვილმა პროკურატურა გააკრიტიკა და აღნიშნ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებით ძალთა ბალანსი და კონსტიტუცია ირღვევა.
ანა ნაცვლიშვილი, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სამჯერ იყო, მონაწილეობდა სახელწმიფო საკონსტიტუციო კომისიასა და სტრასბურგის მოსამართლეთა შესარჩევ ჯგუფში, სახელწმიფო სამსახურში პირველად მიდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ პოსტზე მან ანა დოლიძე შეცვლა.
„ქართული ოცნება“ ანა ნაცვლიშვილს რეკომენდაციებს აძლევს, მის წინამორბედს კი პოლიტიკურ განცხადებებში ადანაშაულებს.
ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ანა ნაცვლიშვილსაც ძირითადად პრეზიდენტის ვეტოსა და ქვეყნის პირველი პირისთვის პრინციპულ საკითხებზე მოუწევს პარლამენტში დებატები.