გულშემატკივართა მცირე ნაწილი და სარაგბო კლუბ ”არმიას” მორაგბეები თავდაცვის სამინისტროსთან ისევ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, მოხდეს სეზონის ბოლომდე კლუბის დაფინანსება.
ცნობილია, რომ ხვალ კლუბის ხელმძღვანელობა და მორაგბეები რაგბის კავშირში შეიკრიბებიან. შეხვედრას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„თავდაცვის სამინისტროდან არავინ არ შეგვხმიანებია, ერთადერთი რაც მოვისმინეთ, გუშინ განცხადება იყო კულტურისა და სპორტის მინისტრისგან, რომ ყველაფერს ვეცდებით, რომ გუნდს დავამთავრებინოთ ეს სეზონიო და იმედს გვაძლევს მისი განცხადება,“ - აღნიშნა სარაგბო კლუბ ”არმიას” პრეზიდენტმა ზოდიკო ფარქოსაძემ.