ძლიერი ქარის შედეგად, სანზონაში საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი სრულად ჩამოინგრა. სახლი მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. 9-სულიანი რევაზიშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ოჯახს, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ღამის გასათევი არ აქვს. მათ, მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობას.