კიდევ ერთი მსხვერპლი ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა. ერთ-ერთი ვერსიით, 60 წლამდე მამაკაცს გულის შეტევა მოუვიდა, რის შემდეგაც სიმაღლიდან ჩამოვარდა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნას დაელოდებიან.
სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი - მამაკაცის გულის შეტევა, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.