18 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"პირველ რიგში, ახალგაზრდა უნდა დავკრძალოთ, მერე გამოჩნდება"- უხუცესები განცხადების გასაკეთებლად ემზადებიან

დუისში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. გარდაცვლილის ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. უხუცესთა საბჭო სპეციალური განცხადების გასაკეთებლად ემზადება. უხუცესების ნაწილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკავშილის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბებიან და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

„პირველ რიგში, ახალგაზრდა უნდა დავკრძალოთ, მერე გამოჩნდება. ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს. ხომ ხედავთ, ახალგაზრდა მოკლეს,“- განაცხადა უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობის უხუცესების ნაწილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.  

„დღევანდელმა ხელისუფლებამ კაი საქმე არ ჩაიდინა. მისი აყვანა შეიძლებოდა თავისუფლად, შესულიყვნენ, გამოიყვანდნენ ბავშვს, მძინარე ბავშვს. შევიდნენ, კარი შეაღეს თუ არა მაშინვე ახალგაზრდა ბავშვი დაცხრილეს,“- განაცხადა უხუცესმა, სოსო ქავთარაშვილმა. 

პანკისის ხეობის უხუცესების აზრით, თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა დაგვიანდა, თორემ შესაძლებელი იყო, რომ გადარჩენილიყო. 

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩაკლიკაშვილი დღეს დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები