20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი - ენმ

„თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების კრიმინალური ქმედებების შედეგი,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მთავრობის მოქმედებები გააკრიტიკა.

ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ კანონიერია პროტესტის ყველა კანონიერი ფორმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ. ნუგზარ წიკლაურმა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა. 

„ხელისუფლების დანაშულია 2012 წელს აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება და საქართველოდან გაშვება ისე, რომ ჯერ გამოძიება არ იყო დასრულებული. ხელისუფლების დანაშაულია, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში დაუბრკოლებლად შემოსვლა. ხელისფლების დანაშაულია ტერორისტული ჯგუფისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ თბილისში სამხედრო ბაზა შეექმნათ, რასაც შეეწირა სპეცრაზმელი,"- აღნიშნა წიკლაურმა. 

ენმ მთავრობის მოქმედებას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აფასებს. 

„მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესისა და ჰუმანიზმის პრინციპების წინააღმდეგ. უმძიმეს დანაშაულად მიგვაჩნია გასროლის შემდეგ  საათების განმავლობაში მაჩალიკაშვილის საავადმყოფოში არგადაყვანა,"- აღნიშნა წიკლაურმა.

 

დღის ამბები