პანკისში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძეს ბრალი, რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. იდოიძის ადვოკატმა მოდულის შენობა უკვე დატოვა და განაცხადა, რომ სუს-ი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალს უყენებს 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს.
თავად იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
„ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-23 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს ბრალი. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში,“ - განაცხადა დავით მოდებაძემ.