ხაშურის რაიონის 3 სოფლის მოსახლეობას პარალიზებული აქვს მოძრაობა. ადგილობრივები გამგებლის მოსვლას ითხოვენ. უხვმა ნალექმა ქარელისა და ხაშურის რაიონებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გომში, სატივესა და ხიდისყურში. მოსახლეობას მდინარე სურამულას და ტილიანას ადიდების შედეგად წყალი შეუვარდა.
დატბორილია სახნავ-სათესი ფართობები, ეზო, სარდაფები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. ისინი ამბობენ, რომ დასახმარებლად არავინ მოსულა მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას წლებია ითხოვენ.
მოსახლეობის განცხადებით სოფლების დატბორვას სტიქიური მოვლენები არ იწვევს ამის მიზეზი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაა.
„ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის არაკომპეტენტური გამგებელი და ეს არის არაკომპეტენტური ხელისუფლება,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ლეილა ქველაძე.