დონალდ ტრამპი ოპრა უინფრის შესაძლო საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა. თეთრ სახლში სენატორებთან შეხვედრის დროს, შეერთებული შტატების ლიდერმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ბრძოლაში ცნობილ ტელეწამყვანს დაამარცხებს.
ტრამპის თქმითვე, ის ოპრა უინფრის კარგად იცნობს და ძალიან მოსწონს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ტელეწამყვანი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს.
ამერიკულმა მედიამ ცნობა იმის შესახებ, რომ ოპრა უინფრი შესაძლოა 2020 წელს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი გახდეს, ”ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ გაავრცელა.