თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარს რამდენიმე წუთში დუისში საკუთრ სახლში მიასვენებენ. დედის, მედიკო მარგოშვილის თქმით, შვილის უდანაშაულობის დამტკიცებას სტრასბურგის სასამართლოში შეეცდება. იგი ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი შვილი აპარატიდან გამორთეს.
მარგოშვილის განცხადებით, სუს-ი ექიმებსა და ჯანდაცვის სიტემაზე ზეწოლას ახორციელებდა და ამის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში თემირლანის საზღვარგარეთ გადაყვანა ვერ მოხდა.
პანკისში გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათ არ სჯერათ სუს-ის იმ განცხადების, რომლის მიხედვითაც, სპეცოპერაციის დროს 19 წლის ახალგაზრდას ხელში ყუმბარა ჰქონდა. ხეობის მცხოვრებლები იმ სპეცრაზმელების დასჯასაც ითხოვენ, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს თავში მძიმედ დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. ორი კვირის წინ სპეცრაზმელის ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილ მოზარდს ღამით გული 4-ჯერ გაუჩერდა, მეოთხე შემთხვევისას ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.