18 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოსგან მეუფე იაკობის სჯულის კანონით გასამართლებას ითხოვს, მისი განცხადება კი საპატრიარქომ არ ჩაიბარა

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საპატრიარქოს მეუფე იაკობის სჯულის კანონით გასამართლებისკენ მოუწოდებს.  

სკანდალური საქმის ადვოკატი საპატრიარქოს რეაგირებას ქორეპისკოპოსს იაკობის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო ითხოვს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მეუფე იაკობის ბრალდება, რომელმაც გირგვლიანის საქმეში ის დათა ახალაიას აგენტად მოიხსენია, ცილისწამებაა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა პასუხი ეკლესიის წინაშე უნდა აგოს. წერილობით განცხადებას თან ერთვის ვიდეო ჩანაწერებიც.

მიხეილ რამიშვილის სპეციალური განცხადება დღეს საპატრიარქოში არ მიიღეს. ადვოკატს უთხრეს, რომ სამდივნო 22 იანვრამდე ისვენებს.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ ციანიდის საქმის ადვოკატის მიერ განცხადების ჩაბარების შემდეგ, საპატრიარქო ვალდებული იქნება ეს საკითხი განიხილოს, თუმცა არა სინოდის სხდომაზე.

თავად მეუფე იაკობი ადვოკატის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები