10 წლის ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ბატიაშვილები ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებს ადანაშაულებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველები არასრულწლოვანს რამდენიმე საათის განმავლობაში მშობლის დასწრების გარეშე კითხავდნენ.
ბატიაშვილებმა „კურიერს“ დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართეს. რაც 10 წლის ბავშვის მამა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად. საგამოძიებო მოქმედებაზე დასასწრებად არ შეუშვეს.
არასრულწლოვნის დაკითხვას მშობლის ნაცვლად საგანგებოდ გამოძახებული სოციალური მუშაკი ესწრებოდა. დაკითხვის მიმდინარეობის მიმართ გარკვეული შენიშვნები 10 წლის მოზარდსაც ჰქონდა. მისი ინფორმაციით, გამომძიებელმა ოქმში მონათხრობი დაუმახინჯა.
ინცინდენტი, რომლის გამოც 10 წლის მოზარდს, თითქმის, მთელი დღის განმავლობაში კითხავდნენ, გუშინ მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სტადიონზე მოხდა. თამაშისას 8 და 10 წლის ბავშვებმა ერთმანეთს ბურთი მოარტყეს, გოგონას, რომელსაც ბურთი, სავარაუდოდ, უფრო ძლიერად მოხვდა დახმარება ბაბუას სთხოვა. ბატიაშვილების ინფორმაციით, სიტუაციის გასარკვევად ეზოში ჩასულმა 8 წლის გოგონას ოჯახის წევრმა მათ შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
8 წლის გოგონას ოჯახის წევრები ბავშვზე ძალადობას უარყოფენ. ბაბუა ამბობს, რომ მეზობლის ბავშვს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.