20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარი კითხვა ძალის შესაძლო გადამეტებას უკავშირდება

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მთავარი კითხვა ძალის შესაძლო გადამეტებას უკავშირდება. პოლიტიკოსები კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ენმ მთავრობის მოქმედებას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აფასებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებას სთხოვენ, ყველა კითხვას დროულად გასცენ პასუხი.

ხელისუფლება კი კვლავ გამოძიების დასრულებას ელოდება. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერც ერთი მინისტრი კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული იყოს, პროკურატურა კი ცდილობს ყველა კითხვას გასცეს პასუხი. მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები