24 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
პატიმრობა 1 წლით და 6 თვით-ჩხვირკიას და ღოღობერიძის ადვოკატები სააპელაციო დავისთვის ემზადებიან

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა არა იმ ბრალისთვის, რასაც ბრალდებულებს სახელმწიფო ბრალდება ედავებოდა. კერძოდ, მასობრივი არეულობის ორგანიზება რასაც სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიციაზე თავდასხმა მოჰყვა-მოსამართლემ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს საქმეში ვერ დაადგინა. საქმის კვალიფიკაცია შეცვალა, ორივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო ჯგუფური ორგანიზებისთვის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოყვა. ბრალდებულების ოჯახის წევრები და დამსწრე საზოგადოება განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

ადვოკატები კი სააპელაციო დავისთვის ემზადებიან.

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს ბრალი 2017  წლის 11-12 მარტის მოვლენების გამო წარუდგინეს. ბათუმში მომხდარი არეულობა, რაც პატრულის მიერ, შვილმკვდარი მამისთვის ჯარიმის გამოწერასა და შელაპარაკებას მოჰყვა, ჯამში 21 პირის დაკავებით დასრულდა, აქედან 1 არასრულწლოვანია. სასჯელს ამ დრომდე 20 პირი იხდის. 2 არეულობის ორგანიზებისთვის, 18 კი მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები