თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში საკუთარ სახლში მიასვენეს. პანკისის ხეობაში ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს თავში მძიმედ დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ორი კვირის წინ სპეცრაზმელის ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრილ მოზარდს ღამით გული 4-ჯერ გაუჩერდა, მეოთხე შემთხვევისას ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
პანკისში გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. ხეობაში იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვენ, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა.