18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
დავით საყვარელიძე უკრაინელმა სამართალდამცავებმა ლვოვში დაიბარეს

უკრაინელმა  სამართალდამცველებმა ლვოვში  მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე დაიბარეს. მას რამდენიმე საათის განმავლობაში საქმის მასალებს აცნობდნენ. საყვარელიძის თქმით უკრაინელი სამართალდამცველები ვერ ახერხებენ მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას და ამიტომ საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნა კიდევ რამდენიმე კვირით გადადეს.

„ნებისმიერი ძლიერ და რადიკალურ ოპოზიციას უწევს ასეთი პოლიტიკური დევნის გზის გავლა. გუშინ გამოგვიძახეს ლვოვში. გაგვაცნეს საქმის მასალებს. უნდა გადაეგზავნათ საქმე სასამართლოში მაგრამ თქვეს, რომ  კიდევ რამდენიმე კვირა დაგვჭირდებაო. იმიტომ, რომ ხვდებიან, რომ ალბათ საქმე თავიდან ბოლომდე არის სისულელე და თუნდაც ამ სასამართლო სისტემის კრიტიკას და სტანდარტებს ვერ გაუძლებს. ამიტომ ახლა ვბრუნდები კიევში. გავაგრძელებ ჩვენს საქმიანობას და მოღვაწეობას. უკან დახევას არავინ არ აპირებს,“-განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

დღის ამბები