09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
პოროშენკო სეპარატისტების მიერ დაბომბილ კრემატორსკში ჩავიდა

მინსკში დაგეგმილი ოთხმხრივი სამიტის წინ მდგომარეობა უკრაინის აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ დაიძაბა. შეტაკებები ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დებალცევოსა და კრემატორსკში, რომელიც სეპარატისტების მიერ სარაკეტო სისტემებით დაიბომბა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე და 4 ჯარისკაცი. დაჭრილია ათეულობით ადამიანი.

ღამით დაბომბილ კრემატორსკში უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. პოროშენკომ დაათვალიერა დაბომბილი ადგილები და საავადმყოფოში დაჭრილები მოინახულა.

"ხელში მიჭირავს იმ რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც დაჭრილების სხეულებიდან ამოიღეს. ეს არის კატასტროფა და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ეს ქალაქი მდებარეობს პრო–რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 50 კილომეტრში. ეს მშვიდობიანი ქალაქია, მაგრამ ის მაინც დაიბომბა. ეს მიუღებელია. მოვითხოვთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, შეიარაღების გაყვანას, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიიდან უცხოური ჯარის გაყვანას," - განაცხადა პოროშენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები