20 იანვარი 2025,   08:47
ვრცლად
დაპირისპირება სასამართლო დარბაზში - ბუტა რობაქიძის მამა მოწმის ჩვენებამ გააღიზიანა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ხმაურით მიმდინარეობს ბუტა რობაქიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაპირისპირება სხდომაზე მოწმესა და რობაქიძის მამას შორის მოხდა.

      სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოწმის, პატრულის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ბაშალეიშვილის ჩვენებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ არ ახსოვს, თუ ვინ დაავალა პატაკში ორმხრივი სროლის შესახებ ჩანაწერი გაეკეთებინა.

      მოწმის ამ განცხადებას რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მას მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

      ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები მეხუთე წელია მიმდინარეობს.

      დღის ამბები