20 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
იაპონიის რამდენიმე რეგიონი დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო პარალიზებულია

იაპონიის რამდენიმე რეგიონი, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო, პარალიზებულია.

ციკლონმა ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთი დააზარალა. ნიიგატას პრეფექტურაში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ჩაიკეტა ავტომაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა და ადგილობრივი აეროპორტი.

რეგიონში სასწავლო პროცესიც შეწყდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მეტეოროლოგების პროგნოზით, თოვა რეგიონში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები