20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ეს არ არის თემა, რომელსაც შენ გადაფარავ რამე იაფასიანი პიარ აქციით - მარგველაშვილი მუხთარლის საკითხზე

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება, სადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეც შევიდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის თავიდანვე აცხადებდა, რომ ამ თემის გადაფარვა ვერ მოხერხდებოდა.

„რა თქმა უნდა, მუხთარლის საქმეზე ადეკვატური, სწრაფი, პრინციპული, ღია, თუნდაც, მძიმე პრობლემების აღიარება იქნებოდა სწორი, როგორც ყოველთვის დამოკიდებულება იყო, რომ არაუშავს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, Freedom House-ის განცხადების მიუხედავად, ამ საქმეზე სწრაფ შედეგს აღარ ელოდება. 

„მაშინვე ვთქვი, რომ სასწრაფოდ უნდა მივცეთ რეაქცია მუხთარლის თემას. მაშინვე ვთქვი, რომ ეს არ არის თემა, რომელსაც შენ გადაფარავ რამე იაფასიანი პიარ აქციით, რომელსაც მედიიდან გააქრობ და ორ-სამ დღეში ვინმეს დაავიწყდება. ეს თემა არავის არ დაავიწყდება,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები