14 ოქტომბერი 2024,   21:55
ვრცლად
სარეკლამო ბაზარში არარელევანტურად მოთამაშის შემოყვანა - პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონზე

გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე და მის მიერ დადებულ ვეტოზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ამ კანონის დამტკიცების შემდეგ მოსალოდნელი იქნება.  

„ჯანსაღი კონკურენცია, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს ბრძოლა რესურსებისთვის. მაშინ, როდესაც შენ ერთ-ერთ მოთამაშეს თვისობრივ ფორას აძლევ იმითი, რომ რაც არის სარეკლამო ბაზარი, იმის ნახევარს ჩვენი ჯიბიდან უხდით, ეს გამოდის ძალიან ძირითადი პრინციპების დარღვევა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს არის პროტექციონიზმის შედეგად, სარეკლამო ბაზარში არარელევანტურად მოთამაშის შემოყვანა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი მის მიერ გამოყენებულ ვეტოზე საუბრობს.

„მე მჯერა, რომ ამ ხელმოწერით, პატივს ვცემ სახელმწიფოს. უკვე წაგებულია ხოლმე ის პოლიტიკური თამაში, მაგრამ მინდა ხოლმე, რომ გამოვხატო პატივისცემა სახელმწიფოს მიმართ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები